ყველა ასაკით პენსიონერს ერთნაირი პენსია ექნება

ყველა ასაკით პენსიონერს ერთნაირი პენსია ექნება

საქართველოში ყველა ასაკით პენსიონერს ერთნაირი პენსია ექნება. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, ასაკით პენსია ყველას ერთნაირი უნდა ჰქონდეს.

„მიმაჩნია, რომ პენსიონერების ხელოვნური დაყოფა არასწორია და ყველა ასაკით პენსიონერს ერთნაირი პენსია ექნება“,  - დასძინა მინისტრმა.

რაც შეეხება პენსიაზე მიბმულ დაზღვევის პაკეტს, ხადური აცხადებს, რომ დაზღვევა იქნება შენარჩუნებული.