ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 2013 წლის ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი ამოქმედდება.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ხადურმა განაცხადა, ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის განსხვავებული მეთოდის ამოქმედება იგეგმება.
„კერძოდ, ადამიანებს ვთავაზობთ, რომ თუ მათი შემოსავალი იქნება - 6000 ლარი, მაშინ, მათ საშუალება ექნებათ მომავალი წლის განმავლობაში, დეკლარირება მოახდინონ და მინიმუმი 360 ლარი უკან დაიბრუნონ“, - დასძინა მინისტრმა.