გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე მთავარ პროკურატურაში იმყოფება.
გენერალი კალანდაძე 15:00 სთ-ზე მთავარ პროკურატურაში ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად მივიდა.
შესვლამდე კალანდაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.
კალანდაძის ადვოკატის განცხადებით, ისინი სავარაუდოდ, იმ განჩინების წასაღებად დაიბარეს, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა და რომელიც კალანდაძისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.
ადვოკატის თქმით, ვრცელ კომენტარს იგი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
კალანდაძის მოსალოდნელი დაკითხვის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინვე გააკეთა. კალანდაძეს ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება . მას 10 ნომბერს გირაოს სახით 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა. გუშინ კი კალანდაძეს უფლებამოსილება შეუჩერდა.