ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურორს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2004-20010 წლებში ჩადენილ 100-ზე მეტ მკვლელობის საქმეზე საჩივრით მიმართავს.
ხაჭაპურიძის განცხადებით, ხელისუფლება შეგნებულად, მიზანმიმართულად და ორგანიზებულად მოქმედებდა შესაბამისად, მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მმართველი პარტიის ბელადი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს უკვეთავდა საკუთარ დანაშაულებრივ დავალებებს და საკანონმდებლო ხელისუფლება ანტიხალხურ და დანაშაულებრივი ბუნების კანონმდებლობას იღებდა.
ხაჭაპურიძის თქმითვე, ქვეყანაში შექმნილი იყო ორგანიზებული სახელმწიფო დამნაშავეობის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ერთი პირის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო მართული.
ამრიგად, ადვოკატის განცხადებით, ორგანიზებული დამნაშავეობის სახით, ხელისუფლება ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას, თავად პრეზიდენტის საჯარო მოწოდების საფუძველზე შეგნებულად და სისტემატიურად ესხმოდა თავს უდანაშაულო პირებს და ანადგურებდა, რა მათ ფიზიკურად, ქვეყანაში სისასტიკისა და შიშის განცდას ამკვიდრებდა.
მისი თქმით, ადამიანები რომელთა სიცოცხლე ხელისუფლების უკანონო ქმედებებს შეეწირა წარმოადგენენ „მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მიერ, აღიარებულ დანაშაულთა საქმიანობის მსხვერპლთა კატეგორიას.
შესაბამისად, ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ, დადენილია საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული, რომელიც გათვალისიწინებულია რომის სტატუტის მეშვიდე მუხლის ა პუნქტით.
„საქართველოს ხელისუფლებას 2004-20010 წლებში ჩადენილი აქვს 100-ზე მეტი ისეთი მკვლელობა, რომელსაც დასახელებული მუხლი ითვალისწინებს: აფრასიძეების, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძისა და გვირგვლიანის საქმე.
ასევე, 2006 წელს ქალაქ თბილისში მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმი თავს დაესხა მურად გორგაძეს, რომან სურმანიძეს და მარად ართმელაძეს (ეს ადამიანები ჩაცხრილულნი იყვნენ იმ ტერიტორიაზე), ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახეში სპეცოპერაციის დროს), ანტონ კუკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას), დიკო ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას), ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ, დაკავების დროს განხორციელებული ცემის შედეგად), ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში დაკავებისას), მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა), სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს), აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას), ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონში სოფელ დუისში სპეცოპერაციისას), ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისსში), ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლე თბილისში მძევლის გათავისუფლებისას), ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში დაკავებისას), ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას), გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერაციის დროს), ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას), ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლულ იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას), ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერქაციის დროს), მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას), გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს), ჯაბა ჯაბანაშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა), ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას), ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება), მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა), გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ), ალექსანდრე ხოსიტაშილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელის მიერ სასტიკი ცემის შედეგად), ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას), როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფლებისას), როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შედეგად), ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შედეგად), გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისსში სპეცოპერაციისას), ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას), მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ, თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში)“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ და აღნიშნა, რომ სარჩელს თან დამამტკიცებელი მასალები ერთვის.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცალკე ყურადღებასა და სპეციალურ შესწავლას მოითხოვს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანაის მკვლელობის საქმე.
შესაბამისად, ხაჭაპურიძე მოითხოვს დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზემოთხსენებულ მკვლელობებთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მისცენ საქართველოს პრეზიდენტი -მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი შს მინისტრი -ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი -ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ბარამიძე, დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, გურამ დონაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გრიგალაშვილი, მკვლელობების მონაწილე პოლიციის თანამშრომლები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და სხვა პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოძიების დროს გამოიკვეთება.