ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი ჯორჯ კლუნი ითამაშებს მთავარ როლს ბრედ ბერდის ფანტასტიკური ჟანრის ფილმში „1952“.
როგორც ცნობილი ხდება ჯორჯ კლუნის გმირი არის ადამიანი, რომელიც ამყარებს კავშირს უცხოპლანეტელებთან. ფილმის სიუჟეტი აგებული იქნება სტივენ სპილბერგის ფილმის „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების“ მიხედვით.
პროექტს კომპანია „დისნეი“ ახორციელებს, გადაღებების დაწყების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. თუმცა ამბობენ იმას, რომ ფილმის სცენარის ავტორი და პროექტის პროდიუსერი დეიმონ ლინდელოფი იქნება. შეგახსენებთ, დენიელი „პრომეთეს“ , „კოვბოი უცხოპლანეტელების წინააღმდეგ“ და სერიალ „დაკარგულების“ სცენარების ავტორია.
ბრედ ბერდი ცნობილი ანიმაციური ფილმების რეჟისორობით გახდა. მისი წარმატებული დებიუტი შედგა ფილმში „შეუსრულებელი მისია 4“ , რასაც მოჰყვა არანაკლებ წარმატებული ანიმაციური ფილმები „რატატური“ , „სუპერბიძა“ და ა.შ.
შეგახსენებთ, ჯორჯ კლუნი ამ ეტაპზე მუშაობს ფილმზე „ძეგლების მცველთა რაზმი“ („The Monuments Men“) ფილმი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი კულტურული ძეგლების გადარჩენის ისტორიას ეძღვნება. ფილმი ტეხასელი ისტორიკოსის ერბერტ ედსელის კვლევას ეფუძნება და მასში საუბარია ამერიკელ და ბრიტანელ კურატორთა, ისტორიკოსთა და მუზეუმის დირექტორთა ჯგუფის შესახებ, რომლებიც სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ფაშისტური შეიარაღებული ძალებისგან ეხსნათ ჰიტლერის მიერ გასანადგურებლად განწირული ხელოვნების შედევრები.
ფილმში „ძეგლების მცველთა რაზმი“ ჯორჯ კლუნი, ერთ-ერთი, მთავარი როლის შემსრულებელი და პროდიუსერი ერთდროულადაა. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ: ქეით ბლანშეტი, დენიელ კრეიგი, ბილ მიურერი, ჟან დიუჟარდენი და ა.შ.