[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]
რუსეთის სახელმწიფოს ზარალმა არმიაში კორუფციული მოვლენებისაგან 2011 წლის პირველ ნახევარში 700 მილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო ფულის აკრეფა და მექრთამება ყოველდღიური მოვლენა გახდა. ამ საკითხებზე რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურორმა სერგეი ფრიდინსკიმ ნახევარი წლის შემაჯამებელ თათბირზე ისაუბრა.
ლიპეცკის ავიაცენტრის იგორ სულიმის განცხადება რუსეთის არმიაში არსებული სიტუაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ავიაცენტრის მეთაურის მიერ ოფიცრებისგან ფულის აკრეფის შესახებ ინტერნეტში მასალები გავრცელდა. ლიპეცკს ამის გამო რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ცნობილი ადვოკატი ანატოლი კუჩერენა ეწვია.
ნაწილის მეთაურობა შეეცადა ხელი შეეშალა დელეგაციისთვის გასაუბრებოდნენ ოფიცრებს. თუმცა შეხვედრა შედგა. საუბრისას ოფიცრებმა აღნიშნეს, რომ ხელმძღვანელობა სჯის ოფიცრებს, რომლებიც მზად არიან ჩვენება მისცენ პროკურატურას, აშინებს მათ და ხსნის ფრენებიდან.
გარდა კორუფციული თემისა რუსეთი შეირაღებულ ნაწილებში სხვა სისტემური ხასიათის პრობლემებიც ფიქსირდება. მაგალითისთვის მარტის შუა რიცხვებში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ 2010 წლის სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების ნაწილი ჩავარდა და პირობა დადოა, რომ სასწრაფოდ გამოიკვლევდა ამ საქმეს და დამნაშავეებსაც დასჯიდა.
განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ ვიცე-პრემიერმა ივანოვმა მოახსენა პრეზიდენტს დისპლინარული ღონისძიების შესახებ 20-მდე თანამდებობის პირის მიმართ. თუმცა სპეციალისტების თქმით, ვითარება არც წელს არ გამოსწორებულა. მაგალითად, მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტში არც ერთი შეკვეთა არ არის მიღებული საკონტინეტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაზე, თუმცა ამ რაკეტის დამზადების ციკლი ერთი წელია. შესაბამისად წელს რაკეტა არ იქნება. ასეთი რამ ბოლო 14 წელიწადია არ მომხდარა. მსგავსი სიტუაციია სხვა სფეროებშიც.
იმის გამო, რომ 2011 წლის სამხედრო ბიუჯეტის ფორმირებისას არსებული ფასები საწვავზე მკვეთრად გაიზარდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები საწვავ-საპოხი მასალების მკვეთრ ნაკლებობას განიცდის. რუსეთის ფედერაციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს არ აისახება საბრძოლო-მომზადების ხარისხზე, თუმცა საავიაციო ნავთის დეფიციტის გამო, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ავიაციის საფრენოსნო პრაქტიკა, ოფიციალური მონაცემებით, 2-3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ნატოს ჯარებში. ამის უშუალო შედეგია მფრინავების მოუმზადებლობა და ინციდენტების გახშირება.
საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივლისს დასრულდა რუსეთის ჯარში არ გაუწვევიათ არც ერთი ჩეჩენი. ჩეჩნეთის კომისარიატის ინფორმაციით – ჩეჩნებს მრავალი წელია არ იწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში რესპუბლიკის გარეთ, რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ, ახალგაზრდების შეზრუდულმა რაოდენობამ გაიარა სამსახური შინაგანი ჯარის ადგილობრივ ბატალიონებში „სევერსა“ და „იუგში“.
ამის მიზეზია კონფლიქტები ჩეჩენ ახალწვეულებსა და ჩეჩნეთში ნაომარ ოფიცრებს შორის. ასევე ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის და მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის არმიაში სამსახურისადმი. ასევე რუსების სურვილით, თვითონვე არ მოუმზადონ ჩეჩნეთს მომავალი მებრძოლები.
მიუხედავად ამ სამარცხვინო სიტუაციისა, რომელიც რუსეთის შეირაღებულ ძალებში უკვე წლებია არსებობს, ეს უკანასკნელი ჯერ ისევ რჩება ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად. მაგალითისთვის რუსული-საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ეს-300, რომლებიც საზენიტო - სარაკეტო ტექნიკის სფეროდან ერთგვარ მონსტრად და ნატო - ს სამხედრო საჰაერო ძალებისთვის ტანჯვად რჩება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჯარისკაცთა რაოდენობა და ზოგადად სახელმწიფოს მრავალწლიანი სამხედრო გამოცდილება.
ამდენად, ქართველი მაღალჩინოსნების ოპტიმისტური განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რომ ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე ჩაყვებოდნენ, ან რუს და აფხაზ შლოპანცებიან ჯარისკაცებს სამ საათში დაამარცხებდნენ, სამწუხროდ, არ გამართლდა. სამაგიეროდ არსებული ვითარების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივა თითქმის ამოწურულია, ვიმყოფებით ოკუპაციის პროცესში და მუდმივად არსებობს დესუვერენიზაციის საფრთხე. ამდენად საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი მოდერნიზაცია და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება პირველხარისხოვანი ინტერესი უნდა გახდეს.
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“