მთავრობა ევროკავშირის თვალის ასახვევად „რეფორმებს ატარებს“

მთავრობა ევროკავშირის თვალის ასახვევად „რეფორმებს ატარებს“

მთავრობა და ევროკავშირი ანტიმონოპოლიური სამსახურის - „თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტო“, ფუნქციებზე ვერ თანხმებიან. ევროკავშირს უკონტროლდოდ მიშვებული ქართული ბიზნესი არ მოწონს, ხელისუფლება კი მათი ლობირების ქვეშ მყოფი მსხვილი ბიზნესისთვის თავისუფლებას ვერ იმეტებს.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის სამსახურის რეფორმირებაც ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნით განხორციელდა.

 

ექსპერტების განცხადებით, მთავრობას რა ციფრიც უნდოდა თვითონაც კარგად გამოიყვანდა და იგი რეფორმირებული სტატისტიკის სამსახურის საჭიროებას ვერ ხედავდა. ამიტომაც ნაუცბათევად მომზადებული კანონპროექტი ევროკავშირმა მთავრობას ნაგვის ყუთისკენ მოუსროლა და საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა მოსთხოვა.

 

შედეგად დამოუკიდებელი სტატისტიკის სამსახური კი შეიქმნა, მაგრამ რა ხელეწიფება ამ სამსახურს მისთვის გამოყოფილი დაფინანსების პირობებში, კარგად ჩანს. სტატისტიკისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც, დაახლოებით, 80% ხელფასებს სჭირდება. შესაბამისად ამჯერად სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინამორბედზე უკეთეს კვლევებს რეფორმირების შემდეგაც ვერ აკეთებს.

 

ანალოგიური ვითარებაა ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენასთან დაკავშირებითაც. ევროკავშირის მოთხოვნით გაზაფხულზე მთავრობამ ანტიმონოპოლიური სამსახური კი აღადგინა, მაგრამ ამ სამსახური მიერ გამოვლენილი მონოპოლიური ქმედებები არავის სმენია.

 

ამჯერად, ევროკავშირმა მთავრობას სამსახურისთვის ქმედითი ფუნქციების განსაზღვრა დაავალა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ევროკავშირთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. თუმცა, ხუროშვილი იმასაც დასძენს, რომ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ახლაც შესანიშნავი ფუნქციები აქვს.

 

ანტიმონოპოლიური სამსახურის ამოქმედების შესახებ რეფორმა ორეტაპად მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე მოხდა სამსახურის სტურქტურული ცვლილებები. კერძოდ, ანტიმონოპოლიური სამსახური გამოვიდა ეკონომიკის სამინისტრო ზედამხედველობიდან, რის შედეგადაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა.

მეორე ეტპზე კი შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც სამსახურის ფუნქციების გადახედვას ითვალიწინებს.

ანტიმონოპოლიური სამსახური იმ დონეზე არ უნდა ჩაერიოს კერძო ბიზნესის საქმიანობაში, რომ იგი კერძო პირისთვის დამატებითი ბიუროკრატია გახდეს. ახალი ფუნქციები უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან. ამჯერად გრძელდება მოლაპარაკებები, რათა დამტკიცდეს ახალი სტრატეგია და შემდეგ წარედგინოს პარლამენტს, - ამბობს ხუროშვილი.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამტიკცებს, რომ სამსახური ამჯერადაც მუშაობს და მას ძალიან კარგი ფუნქციები აქვს.

 

ჩვენ გვსურს, რომ მისი ფუნქციები კიდევ უფრო გაფართოვდეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანი არ არის დამატებითი ბიუროკრატიული რგოლის შექმნა. ამ სამსახურმა არ დაუშვას მონოპოლიები, რომელიც ფასებს ხელოვნურად სწევს მაღლა და ამით მოსახლეობის სოციალური მდგომრეობა მძიმდება, - ამბობს ხუროშვილი.

 

ექსპერტების განცხადებით, ანტიმონოპოლიური ან მსგავსი სამსახურები, რომლებიც მონოპოლიებს ზღუდავს ყველა ევროპულ ქვეყანაშია. მათ შორის საუკეთესო მოდელი აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც შეძლეს და ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნეს.

 

ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციებში ფასების კონტროლი და ზედამხედველობა არ უნდა შედიოდეს. ფასები კონკურენტულმა ბაზარმა თვითონ უნდა შექმნას, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.

 

იგი მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ სეგმენტში ბაზრის რა წილის მქონე კომპანია ითვლება მონოპოლისტად. დღეს მონოპოლიის შესაზღუდავად „თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტო“ არსებობს, შესაბამისად, არსებობს კანონიც, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ ამ სააგენტოში თანამშრომლები უსაქმურად სხედან, რადგან მათ თავიანთი კანონი არ აქვთ.

 

არავისთვის დასამალი არ არის, რომ რეალურად ამ სამსახურს არაფერი გაუკეთებია. მას კი ძალიან მარტივი რამ ევალება. ხელი შეუშალოს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა რომელიმე კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. ამ მხრივ კი საქართველოში ჯერ კიდევ სრული განუკითხაობაა. ყველაზე მარტივი მაგალითი კი კეზერაშვილი კომპანიაა, რომელიც ყველანაირი გათამაშების უფლებას ფლობს 10 წლის განმავლობაში.