[მარიამ ზანდუკელი]
„ქართველთა მარში“, რომელიც ქართველი საზოგადოების ტესტად გამოცხადდა, „ეროვნულმა ფორუმმა“ 5 ათასი კაცით (ფაქტობრივად საკუთარი პარტიის წევრებით) ჩაატარა. რა აჩვენა ამ ტესტმა და რას გეგმავს „ფორუმი“ სამომავლოდ, ამის შესახებ გუბაზ სანიკიძეს ვესაუბრეთ:
- ამ ტესტმა ცუდიც აჩვენა და კარგიც. ცუდი ის იყო, აქცია მასობრივი არ იყო. ამაში უპირველესად „ფორუმელები“ ვართ დამნაშავე. ჩვენ ვერ მივაწვდინეთ ხმა საზოგადოებას და ჯეროვნად ვერ ავუხსენით ჩვენი მიზანი. ამას ჰქონდა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, რომელზეც ახლა არ შევჩერდები. ის 5-6 ათასი კაცი, რომელიც აქციაზე მოვიდა, თბილისის ორგანიზაციის წევრები იყვნენ. „ქართველთა მარშზე“ ეროვნული ფორუმი მარტო გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მხარდამჭერი განცხადებები. „ქართველთა მარშმა“ აჩვენა, რომ „ეროვნული ფორუმის“ პარტიული მანქანა კარგად მუშაობს. ჩვენ ფინანსური პრობლემების გამო, ვერ მოხარხეთ პარტიის წევრების ჩამოყვანის ორგანიზება რეგიონებიდან, თორემ ერთი ამდენი ადამიანი კიდევ დაგვემატებოდა. ჩვენთვის ფაქტობრივად ჩაკეტილი აღმოჩნდა მედიასივრცე. აქაც ზოგი რამ „ფორუმის“ ბრალია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლებამ მოხუთა ეს ვითარება.
რა არის ფორუმის ბრალი, რას გულისხმობთ?
- იყო გაუგებრობები პრესასთან, რომელიც გაირკვევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის ყოველგვარი ნაწყენობის გარეშე გაგრძელდება ძველი ურთიერთობები.
26 მაისის შემდეგ რეპრსიების ახალმა ტალღამ გადაურა ქართველ ხალხს და „ეროვნულმა ფორუმმა“ უკაპიკოდ რომ შეძლო 6 ათასი კაცის მობილიზება, ეს ცუდი შედეგი არ არის. ეს აქცია იყო „ფორუმის“ პარტიული ძალების მოსინჯვა. ვეჭვობ დღეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას თბილისში 5 ათასი პარტიის წევრი ჰყავდეს. „ქართველთა მარში“ ჩაიშალა, მაგრამ ფოურმის მარში ბრწყინვალედ ჩატარდა. ეს აქცია იყო ტესტი „ფორუმისთვის“ - რამდენად გვაქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და შედეგი არადამაკამყოფილებელია. ჩვენ ვერ დავარწმუნეთ საზოგადოება. ამ ყველაფერს სწორი ანალიზი სჭიდება და არა თავის მოტყუება. ჩვენ დავინახეთ პრობლემები, რომელიც უნდა მოვაგვაროთ.
ამბობდით, მარშით ქართველებმა უნდა დაანახონ მსოფლიოს, რომ ღირსეული ხალხია და თავის უღირს ყოფას არ ეგუებაო. ეს დაინახა მსოფლიომ?
- მსოფლიომ ეს ვერ დაინახა, თუმც საინტერეოა უცხოური პრესის გამოძახილი. ყველა აღნიშნავს, რომ ეს იყო პოზიტიური მოვლენა 26 მაისის შემდეგ. აქციის დროს ქუჩის გადაკეტვის გამო „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ საყვედური ერთ მძღოლსაც ვერ ათქმევინა. მეტსაც გეტყვით, ისეთი მაღალჩინოსანი ნაციონალის დედამ დაგვიქნია ხელი მანქანიდან, გაგიკვირდებათ რომ გითხრათ, მაგრამ იმ ქალბატონს პრობლემას არ შევუქმნი.
27 სექტემბერს ქართველთა მარშის ჩატარების გადაწვეტილებას როდესაც უხსნიდით საზოგადოებას განაცხადეთ, - ამ დღეს სოხუმში დაიღუპნენ საქართველოსთვის თავდადებული ადამიანები - ჟიული შარტავა და მამია ალასანიაო, მაგრამ 27 სექტემბერს მათი შვილები სხვადასხვა აქციაზე იყვნენ.
- არა უშავს, რომ ასე მოხდა. არავინ იფიქროს, რომ კახაბერ შარტავას და ირაკლი ალასანიას შორის რაიმე პიროვნული პრობლემები იყოს, ან რაიმე პრობლემა იყოს ჩემსა და ირაკლის შორის, მაგრამ გეთანხმებით, რომ ქართულ ოპოზიციას დასალაგებელი გვაქვს კომბინაცია და მარტო „ექვისნის“ ფრომატში არა. მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრის მოცვა არის აუცილებელი. მოსწონს თუ არა ვინმეს, საზოგადოებაში ოპოზიციის ერთობის მოთხოვნა არის და „ქართველთა მარშზე“ ხალხის, გამოუსვლელობის მიზეზი ის გახდა, რომ აქცია ერთი პარტიის დაგეგმილი იყო. კი ბატონო, ვღებულობთ ამ შენიშვნას და შეკვეთვას. სამომავლოდ ვაპირებთ სერიოზული წვლილი შევიტანოთ დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებაში, ოღონდ ეს არ უნდა იყოს მექანიკური გაერთიანება, როგორიც აქამდე იყო. გაერთიანება გარკვეულ იდეებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
არის საკითხები, რაშიც ოპოზიცია ერთ აზრზეა და ეს წინაპირობას შექმნის, რომ არჩევნების წინ დიდი გაერთიანება ან გაერთიანებები შედგეს. ვისთან ერთად უნდა წავიდე არჩევნებში, თეორიებში კი არ უნდა გამოვიცნო, პრაქტიკაში უნდა ვნახო.
თუმც აქამდე ამბობდით, რომ „ექვსიანთან“ ბლოკის შექმანს „ფორუმი“ არ აპირებსო და ამის გამო ზოგი კოლეგა გაანაწყენეთ.
- ჩვენ არ გვითქვამს ბლოკზე უარი, მაგრამ ბლოკამდე მისასვლელი გზა გვაქვს გასავლელი. „ფორუმს“ არ უთქვამს, რომ არჩევნეზე მაინცდამაინც მარტო წავა და არც ის უთქვამს, წავა თუ არა საერთოდ არჩევნებზე. ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ეს საკითხი გვიან შემოდგომაზე უნდა გადაწყდეს, მანამდე ბევრი ბარიერი გვაქვს გადასალახი. ბევრჯერ მკითხეს, - „ექვსიანი“ დაიშალაო? ჩვენ „ექვსიანი“ დაშლილად არასოდეს გამოვიცხადებია. როგორ შეიძლება „ფორუმმა“ იმ პროცესზე თქვას უარი, რომლის ინიცატორიც თავად იყო? „ექსვიანი“ არ იშლება და მასში მონაწილე ორგანიზაციების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ამის სურვილი აქვს ფორუმს.
თქვენ ოპოზიციის ერთიანობაზე ლაპარაკობთ, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 მაისს, „სახალო კრების“ აქციის დარბევმდე კახა შარტავამ ფორუმის წევრებს აუკრძალა პარლამენტთან მისვლა.
- პირიქით, ჩვენი პარტიის წევრებს მოქმედების თავსუფლება მივეცით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო „ფორუმი“ ამ აქციაში არ მონაწილეობდა. ერთ საიდუმლოს გავცემ, იმ აქციზე ბევრი ფორუმელი იყო. არაერთი ცნობილი ადამიანი, ვინც გალახეს და დაასიხსლიანეს, ფორუმელების გადარჩენილები არიან. 26-შიც და მანამდეც „სახალხო კრების“ აქციებზე მყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ფორუმის“ წევრი იყო. ვიღაცას უნდა ჩვენსა და „სახალო კრებას“ შორის ჩამოადგოს შუღლი. პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ „ქართველთა მარში“ ნინო ბურჯანაძის იდეა ყოფილა. რკინის ხომ არ ვარ, ჯერ გული მომივიდა, მერე კი ვიცინე. ნინოსთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, ნინო ბურჯანაძემ ტელევიზიით გაიგო „ქართველთა მარშის“ თაობაზე.
როგორც თქვენ უწოდეთ „ფორუმის მარში“ ამბიციის გამოვლენად და საკუთარი ძალის დემონსტრირებად შეფასდა.
- კი, გავრისკეთ. ჩვენი მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა, ნაწილობრივ - არა. დავინახეთ, რომ „ფორუმი“ მაგარი ორგანიზაციაა და ფუჭად არ ჩაირა 4-წლიანმა შრომამ, რაც ამ პარტიაში ჩაიდო..
რატომ აირჩიეთ გზა სამებისკენ. ეს გზა ქართველ საზოგადეობას ერთხელ ხომ გაატარა უცნობმა და რითაც დამთავრდა ეს ვნახეთ. თქვენ რას ელოდით?
- გეოგრაფია იდენტურობას არ განსაზღვრავს. როდესაც სტადიონზე 60 ათასი კაცი შეიკრიბა, მაშინ სხვა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, სამებაში არაფერი გვესაქმებოდა. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემისა და ჯვართამაღლების დღეა. დაცემა და ამაღლება, ეს გამოვხატეთ ამ აქციითაც.
ამ ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვანი თარიღი მიისაკუთრა. 26 მაისი ეროვნული დამოუკიდელობის დღეა და ამ დღეს სისხლი დაიღვარა. 23 მაისი გიორგობის დღეა და სააკაშვილმა გამოაცხადა, ეს მარტო გიორგობა კი არა, „ვარდების რევოლუციის“ დღეც არისო. 6 მაისს მეორე გიორგობაა და ეს პოლიციის დღედ გამოაცხადეს. ამ ხელისუფლებამ ყველა დღესასწაული დაიბევა, ობი გადააკრა, რაღაც უწმინდურობა და ძალადობა დაუკავშირა. 27 სექტებერი, ჯვართამაღლება დარჩათ. 18 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დავკარგეთ და 1000 კაცი არ შევკრებილვართ იმის მერე ამ დღეს.
შარშან შეიკრიბნენ ვეტერანები გია ყარარაშვილის ინიციატივით.
- მაშინ იქ ჩვენც მივედით.
ვეტერანები იყვნენ თქვენს აქციაზე?
- ვეტერანები არ დამინახავს და ეს დასაფიქრებელიც არის და მოსაფირებელიც. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას „ფორუმის“ ამოწყვეტა უნდა, მაგრამ გამომცდელის თვალით გვიყურებდა ყველა. მთავარია სწორ დასკვნები გამოვიტანოთ. ფაქტია, რომ ნებისმიერ დროს „ეროვნულ ფორუმს“ შეუძლია 5 ათასი კაცი გამოიყვანოს.
სხვა ოპოზიციური ძალა ვერ გამოყვანს თბილისში ამდენ ხალხს?
- ღმერთმა ქნას, სხვამ მეტი შეკრიბოს, მაგრამ არ მგონია სხვამ ასე ორგანიზებულად მოახერხოს 5 ათასი კაცის გამოყვანა. ქართველებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ. ვერ ხედავთ, საქართველოს მცოცავ ანექსიას ახორციელებს რუსეთი, თურქეთი და ამ პროცესში სომხეთიც ერთვება. გაითვალისწინეთ, რომ ეს პატრიარქის, ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს დაკნინებისა და სახელის გატეხვის ფონზე ხორციელდება. ხელისუფლებას ამაში ოპოზიციური პრესის ნაწილიც აჰყვა და აქტიურად „ბომბავენ“ პატრიარქს. ეს არის შემოვლითი გზა პატრიარქის დისკრედიტაციისთვის. ამით რას აფუჭებს ზოგი ვერც ხვდება, ზოგიც შეგნებულად სჩადის ამას. საქართველოში ავტორიტეტი ერთ ადამიანს - კათოლიკოს პატრიარქს აქვს. რადგან ხელისუფლებამ მას ავტორიტეტი ვერ გაუფუჭა, მისივე მომხრეების ხელით უნდა ახლა ეს გააკეთოს. სააკაშვილი ჩნდება პატრიარქის გვერდით და დისკრედიტაციას უკეთებს. ყველამ იცის, რომ დარიალის ხეობაში ტაძარი ლევან ვასაძის აშენებულია, მაგრამ სააკაშვილი ჩავიდა და თქვა, - ჩემი აშენებულიაო.
ზოგს რატომღაც უნდა, რომ პატრიარქმა დაწყევლოს ვიღაც. ის ღმადმორწუმენე ადამიანია და ამას არ გააკეთებს, მისი პირიდან ცუდი არასოდეს ამოვა და ტყუილად ნურავინ ელოდება ამას, რადგან ის ყველას პატრიარქია, კარგი და ცუდი ქართველსაც. პატრიარქი ოპოზიციის ლიდერი ვერასოდეს გახდება. უწმინდესი და უნეტარესი ილია II მშვიდობისმყოფელი პატრიარქია და ეს უნდა გამოვიყენოთ. სუფრასთან პატრიარქის სადღეგრძელოებს ვსამთ და რატომღაც მისი ნამოქმედარი არ გვესმის. საქართველოს ერთიანობის შეგრძნების ერთადერთი საყრდენი დედაეკლესიაა და მისი დისკრედიტაცია ხდება.
ხელისუფლება სერიოზულად მუშაობს სინოდშიც. მეუფების ნაწილი აშკარად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, მაგრამ მღვდლები და ბერები ქართულ პოზიციაზე დგანან და ეს პოზიტივია, სულიერს მამებს ხომ ვერ ჩაანაცვლებენ ნაცმოძრაობის მამებით. რა სირთულეებიც არის ერში, იგივე სირთულეებია ეკლესიაშიც, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საერო ხელისუფლების სათავეში მოღალატე სააკაშვილი გვყავს, სასულიერო ხელისუფლების სათავეში კი ქვეყნის მოამაგე პატრიაქი და, სანამ მის მიმართ პროტესტს გამოვხატავთ, დავფიქრდეთ.
„ფორუმის“ მომავალ პატრნიორად მინდია გულუას სახავენ. უსაფუძვლოდ ეს ინფორმაცია არ გავრცელდებოდა.
- მინდია გულუას ვიცნობ. ეს არის ახალგაზდა, საინტერესო და ძალიან წარამტებული კაცი, რომელიც რუსეთში ძალიან კარგ ქართულ საქმეებს აკეთებს. ზოგი ამბობს, რომ ის ფე-ეს-ბე-სთან არის შეკრული, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს კაცი სამხრეთ რუსეთში ქართულ სკოლებს, კულტურულ ცენტრებს და ეკლესიებს ხსნის. აქედან წასული ქართველების შვილებს საშუალება აქვთ რომ ქართულ სკოლებში იარონ. მინდია გულუა აფხაზეთში იბრძოდა, გენო ადამიას ხელში გაიზარდა და ბევრი გააკეთა მისი ცხედრის გადმოსასვენებლად. გულუსათნ საუბარი მქონდა მიმდინარე პროცესებზე და მას შემდეგ არაფერი ვიცი მის შესახებ.
მისგან ხომ არ ელით დაფინასებას?
- შარშან მხოლოდ იმაზე ვისაუბრეთ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა. მაქვს იმედი რომ ამ კაცს კიდევ შევხვდები. ეს კაცი მელაპარაკა სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებაზე, რომელიც არ განახორციელოებინეს. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დიდი ფული აქვთ.
გულუამ თუ „ფორუმის“ დაფინასება მოიდომა...
- ჯერ უნდა გავერკვე და შევხვდე. როდესაც მინდია გულუას შევხვდი, პარტიის შექმნის იდეაც არ ჰქონდა. ის მელაპარაკა ხიფათებზე რაც შეიძლება საქართველოს დაემუქროს. ვილაპარაკეთ როგორ შეიძლება ეს ხიფათი განეიტრალდეს თუ ჭკვიანად მოვიქცევით. ამ კაცს კიდევ დაველაპარები და ვინ დამიშლის რო? ვანო დამიშლის? ვისაც მინდა, იმას შევხვდები. მილიონი ქართველია წასული საქართველოდან და ისინი ჩემი სისხლი და ხორცია. ისინი ინახავენ ამ ქვეყანას. აქ კი მეუბნებიან ყველამ უნდა ჩადოს ფული საქართველოში ქართველის გარდა. გულუამ ისეთი საინტერესო გეგმები გამაცნო სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, ეს ბევრ პრობლემას რომ მოუგვარებს ჩვენს ქვეყანას. რატომ უნდა განვეწყო მინდია გულუას მიმართ ცუდად? - მითხრას ვინმემ.
რომელი მდიდარი ქართველი იტყვის უარს საკუთარ სამშობლოში ინვესტიციები განახორციელოს? - მაგრამ ვერ ბედავენ ამას. „ეროვული ფორუმი“ კი ფიქრობს, რომ საქართველოდან წასულმა ქართველებმა უნდა ააშენონ ეს ქვეყანა.