რუსეთი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ირჩევს

რუსეთი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ირჩევს

მოსკოვში ტრუბნოის მოედანზე ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს არჩევნებისადმი მიძღვნილი აქცია ტარდება. აქციაში მონაწილეობას რუსი დეპუტატები დიმიტრი გუდკოვი, ილია პონომარიოვი და „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვიც იღებენ.

საკოორდინაციო საბჭოს არჩევნები ონლაინ რეჟიმში, აგრეთვე რუსეთის 36 რეგიონში სპეციალურად გახსნილ საარჩევნო უბნებზე ჩატარდება. რუსეთი საკოორდინაციო საბჭოში 45 ადამიანს აირჩევს, კანდიდატები სულ 100-ია.  ვარაუდობენ, რომ ონლაინ რეჟიმში მონაწილეობას  100 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს. მოსკოვში დღეს ხუთი, ხოლო პეტერბურგში სამი საარჩევნო უბანია გახსნილი, რომლებიც გვიანობამდე იმუშავებენ.