ობამამ რომნის „რომნეზიის“ დიაგნოზი დაუსვა

ობამამ რომნის „რომნეზიის“ დიაგნოზი დაუსვა

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკელთა კანდიდატ მით რომნის  დიაგნოზი დაუსვა-„რომნეზია“. ობამას განცხადებით, ამ დაავადების ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს მეხსიერების დაკარგვა და პოლიტიკური  კონიუნქტურისთვის საკუთარი შეხედულებების სწრაფი ცვლა.

ამერიკული მედიის განმარტებით, მეორე ტელედებატების დროს, აშკარად შეიმჩნეოდა მით რომნის მიერ საკუთარი პოზიციების შერბილება გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში.

„დიაგნოზის“ მოსმენის შემდეგ რესპუბლიკელებმა სასწრაფოდ გააკრიტიკეს ობამა ბენღაზში ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის დაღუპვის ფაქტისა და გამოძიების შედეგების დადებაში. ობამა რომნის განცხადებას სასწრაფოდ გამოეხმაურა.

„ ეს ტრაგედია მოვლენათა განვითარების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არ უნდა გახდეს“,-განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.