ამერიკის ელჩი ბენღაზში „ალ-ქაიდას“ წევრებს არ მოუკლავთ

ამერიკის ელჩი ბენღაზში „ალ-ქაიდას“ წევრებს არ მოუკლავთ

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, ამერიკის ხელისუფლებამ ვერანაირი მტკიცებულება იმის, შესახებ, რომ ბენღაზში ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი „ალ-ქაიდას“ წევრებმა მოკლეს, ვერ აღმოაჩინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თავდასხმა ამერიკის საელჩოზე სპონტანურ ხასიათს ატარებდა, ცუდად იყო დაგეგმილი და მისი შედეგებიც ლიბიელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ აჯანყებულთა ნაწილი, რომელიც საელჩოს შენობაში შეჭრის შედეგად აღმოჩნდა, იარაღის გარეშე იყო და ძირითადად მოროდიორობით დაკავდა. „ამერიკელებმა ვერ იპოვეს ხელმოსაკიდი ვერაფერი,რომ თავდასხმაში „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლები დაედანაშაულებინათ და აღნიშნეს, რომ საელჩოს შენობაში შეჭრილ ხალხზე იმავე დღეს, ეგვიპტეში ამერიკის საელჩოზე მიტანილმა იერიშმა იქონია ზეგავლენა“,-წერს გამოცემა.

ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა 2012 წლის 11 სექტემბერს მას შემდეგ განხორციელდა, რაც ეკრანებზე ფილმი „ისლამის უცოდველობა“ გამოვიდა. თავდასხმას ოთხი ამერიკელი დიპლომატის, მათ შორის ამერიკის ელჩის ბენღაზში  ქრისტოფერ სტივენსის სიცოცხლე შეეწირა.