ლეგენდარული კომანდანტე  გარდაიცვალა

ლეგენდარული კომანდანტე გარდაიცვალა

ვენესუელური გამოცემა El Nacional -ის ინფორმაციით, რევოლუციონერი, კუბის სოციალისტური რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი უკვდავი ლიდერი მძიმე ინსულტის შემდეგ გარდაიცვალა. თავის ტვინის სისხლძარღვების ფართო ემბოლიის დიაგნოზით კასტრო რამდენიმე დღის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კუბის მასმედია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს . თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხმები ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ ვრცელდება.

ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი 1926 წელს კუბის პროვინცია ორიენტეში , მდიდარ ოჯახში დაიბადა. ჰავანაში იურიდიული განათლების მიღების შემდეგ, მისი პოლიტიკური კარიერა დიქტატორ ბატისტას რეჟიმისა და ამერიკის მიერ კუბის ოკუპაციის წინააღმდეგ გაგრძელდა.

1953 წელს კასტრო დააპატიმრეს და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ორ წელიწადში ამინისტიით გამოვიდა და მექსიკაში რევოლუციის მოსამზადებლად გაემგზავრა.

1956 წელს ფიდელ კასტრო თავის ძმა რაულ კასტროსა და არგენტინელ ერნესტო ჩე გევარასთან ერთად სათავეში ჩაუდგა კუბურ რევოლუციას.

1959 წელს კასტრო კუბის პრემიერ-მინისტრი ხდება.1965 წლიდან იგი კუბის სახელმწიფო რეორგანიზაციას იწყებს და კუბის სოციალისტური სახელმწიფოს საბჭოს ლიდერი ხდება.

1963 წელს კასტროს საბჭოტა კავშირის გმირის წოდებით აჯილდოვებენ.

1976 -2008 წლებში იგი კუბის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი და უმაღლესი მთავარსარდალია . 2008 წელს კასტრო პოსტიდან გადადგა , ხოლო ქვეყნის პრეზიდენტად კუბელებმა მისი ძმა რაული აირჩიეს, თუმცა პარტიის ხელმძღვანელის პოსტი შეინარჩუნა. 2011 წელოს ფიდელ კასტრომ კუბის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის პოსტიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.