ფიროსმანისადმი მიძღვნილი გამოფენა და საუბრები „ფიროსმანის მაგიდასთან“

ფიროსმანისადმი მიძღვნილი გამოფენა და საუბრები „ფიროსმანის მაგიდასთან“

დღეს, 17:00 საათზე ქარვასლაში (თბილისის ისტორიის მუზეუმი) წარმოგენილი იქნება პროექტი „ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება“, რომელიც მოიცავს  ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილ IV საერთაშორისო გამოფენასა და საუბრებს „ფიროსმანის მაგიდასთან“. გამოფენა 2012 წლის 5 ნოემბრამდე გაგრძელდება და დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ქართველი, გერმანელი, შვედი, რუსი, ებრაელი, იტალიელი და ამერიკელი ხელოვანების 100-ზე მეტი თანემედროვე ხელოვნების ნიმუში. ესენია: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ქანდაკება, ფოტო და საიუველირო ნაწარმი.

პროექტში მონაწილეობენ მხატვრები: თორნიკე აბულაძე, დავით ალექსიძე, ვახო ბუღაძე, კლაუს დენჰარდტი, მამუკა დიდებაშვილი, რუდოლფ დრაჰაიმი, ბინე ფელდი, ფრენკ საბინი, დიტერ გოელჩე, გრაფ პეტერი, ჰანს-ჰენდრიკ გრიმლინგი, ზეპა-პია ჰაგშსტრომი, პეტერ ჰერმანი, იურგენ. კ. ჰულტენრაიხი, ისაუს ბერლინ-მეტა, გოგა ჯაფარიძე, გურამ ხეცურიანი, ფრენკ ლამბერტცი, ნიკოლაი მაკაროვი, მაკლოვლა, რუდიგერ მოეგელინი, ქეთი ნადიბაიძე, თამრი ოხიტიანი, ფრენკ როედელი, ჰანს-ოტო შმიდტი, ინგე ჰ. შმიდტი, რაინჰარდ შტანგლი, გეზინე შტორკი, გერო ტროიკე, ლუკა ცეცხლაძე, ოტო ვაგნერი, რობერტ ვებერი, ოლაფ ვეგევიცი, მარტინ ვიგშსტრომი, კატარინა ვორინგი. მოქანდაკეები: ჰარი ბარონი, ერიკა ინგერი, ნენსი ლიოვენდალი, ვალტერ მოროდერი, ჰანს შაიბი, ვოლფგანგ ვოლფარტი, ფოტოგრაფები: მარიამ ამურველაშვილი, თინათინ კიღურაძე, ფრანკ როდელი, შუქის ინსტალაციის ავტორი: პაულ გოეშელი, იუველირი: ბორის კოელბეხერი.

გამოფენის იდეა ეკუთვნის გერმანელ მოქანდაკე ჰანს შაიბს, პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველო-გერმანიის საზოგადოება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, დოიჩე ბანკი, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი და სერგეი მავრიცკის ფონდი.