დღეს, 20 ოქტომბერს კულინარიის საერთაშორისო დღეა. კულინარიულ საზოგადოებათა მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით მსოფლიოს მზარეულები და კულინარები პროფესიულ დღეს 2004 წლიდან აღნიშნავენ. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს რვა მილიონამდე მზარეულს აერთაიანებს.
დღეისათვის მზარეულის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მზარეულობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, კარგი მზარეულები კი მხოლოდ რჩეულები ხდებიან.
მზარეულის საერთაშორისო დღე 70-ზე მეტ ქვეყანაში მასშტაბურად აღინიშნება. ამ დღეს მზარეულები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, საიდუმლოებს და გამოცდილებას უზიარებენ, ეწყობა კონკურსები, დეგუსტაციები და ექსპერიმენტები ორიგინალური კერძების მომზადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს 20 ოქტომბერს, კულინარიასთან ერთად აღინიშნება ავიადისპეჩერებისა და სტატისტიკის საერთაშორისო დღეც.