El Nuevo Herald-ის ინფორმაციით, კუბის ლეგენდარულმა მმართველმა ფიდელ კასტრომ მორიგი ინსულტი გადაიტანა. იგი ვერ იღებს საკვებს და ვეღარ სცნობს ადამიანებს. ექიმების განცხადებით, ამ მდგომარეობაში 86 წლის ფიდელ კასტრომ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე კვირა იცოცხლოს. ის არ არის მიერთებული სასუნთქ აპარატთან და ვერც სათანადო მკურნალობას იღებს, რადგან ორგანიზმის მდგომარეობა ექიმებს ამის საშუალებას არ აძლევს.
ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა მსოფლიო მასმედიაში. ბოლოს ის საზოგადოების წინაშე 2012 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც კუბას რომის პაპი ბენედიქტ XVI-ე სტუმრობდა.
ფიდელ კასტრო დიქტატორ ბატისტას რეჟიმის დამხობისის შემდეგ 1959 წლის 1 იანვრიდან მართავს კუბას, ჯერ პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი უკვე კუბის სახელმწიფო საბჭოს მდივნის რანგში. 2011 წლის მარტში ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ იგი თანამდებობას ტოვებს, კუბის სახელმწიფო საბჭოს კი მისი ძმა რაულ კასტრო უხელმძღვანელებს.