საპარლამენტო უმცირესობა სამი ფრაქციის ფორმირებას ვარაუდობს. ყველაზე მრავალმანდატიანი ფრაქციას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს. მასში პარტიული სიით გასული დეპუტატები და რამდენიმე მაჟორიტარი გაერთიანდება.
ამის გარდა კიდევ შეიქმნება ორი მცირერიცხოვანი მაჟორიტარებისგან შემდგარი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები" და "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები". მათ სათავეში წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული აკაკი ბობოხიძე და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე ჩაუდგებიან.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, პარლამენტის სპიკერატში კი მათი კვოტით გიორგი ბარამიძეს წარადგენენ. ამასთან, უმცირესობას თავმჯდომარის მოადგილე ყველა საპარლამენტო კომიტეტში ეყოლება.