დღეს, რვა საათზე თბილისის ეროვნულ სტადიონზე ბერა ივანიშვილის მუსიკალური ტურნეს ფინალური კონცერტი გაიმართება. გრანდიოზულ სოლო კონცერტზე შემსრულებელი ცნობილ ჰიტებთან ერთად შვიდ ახალ სიმღერას შეასრულებს.
კონცერტი 14 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა მაშინ სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით გადაიდო.
კონცერტის საინფორმაცია მხარდამჭერები არიან GDS- სტუდია და მეცხრე არხი. დასწრება უფასოა.