ჭიათურელი მუშები ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნების შესრულებაზე უარის გამო გაფიცვას აგრძელებენ. ლაბორატორია 1918 მუშების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს.
ლაბორატორია 1918 -ის წევრები მიიჩნევენ, რომ მუშების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს!
“ჩვენ აღარ მოვითმენთ შევეგუოთ მდგომარეობას, როცა სისტემა ადამიანებს თვითგადარჩენის რესურსად იყენებს.
ქარხნის ადმინისტრაციის მხრიდან მუშების მოთხოვნების შესრულება იქნება არა მხოლოდ მუშების გამარჯვება, არამედ მოქალაქეების მიერ სოციალ-პოლიტიკური რეალობის შეცვლის მთელი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი . მუშების მოთხოვნების შესრულებასთან ერთად აუცილებელია მონობის კოდექსის შეცვლა, სახელმწიფო პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს, შეწყდეს სახელმწიფოსა და კორპორაციების მიერ მოსახლეობის ერთობლივი ჩაგვრა, ლაბორატორია 1918 სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ მაღაროელებს და მათთან ერთად იბრძოლებს სამოქალაქო გამარჯვების მნიშვნელოვანი პრეცედენტის შექმნისთვის, სისტემა უნდა დაინგრეს”, - აცხადებენ ლაბორატორია 1918 -ის წევრები.
ლაბორატორია 1918 - ის წევრები აპირებენ ქუთაისის ახალი მოწვევის პარლამენტს თავიანთი მოთხოვნებიმიაწოდონ.
“გავაგებინებთ მათ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოება დანებებას არ აპირებს. მახინჯი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მონად აქცევდა მოქალაქეებს უნდა დაინგრეს”, - აცხადებენ ლაბორატორია 1918 -ის წევრები.
ისინი ქუთაისიდან მუშებთან სოლიდარობის გამოსახატავად და მათი პროტესტის გასაზიარებლად არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ჭიათურაში გადანაცვლებას აპირებენ.