ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქართველებმა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან ერთად, პრესკონფერენცია დღეს გაზეთ „პრაიმ თაიმის“ პრეს-კლუბში გამართეს.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ექვსი ქართველი - ზაურ გურგენიძ, გიორგი ლაფანიშვილი, თამარ მელიქიშვილი, ირაკლი ბარამიძე, კახა ცხადაძე და ზვიად ჯაყელი - 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, სამშობლოში დაბრუნდნენ.
მათი განცხადებით, ისინი მხარს უჭერდნენ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მართავდნენ აქციებს საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოში დაბრუნება მათი პიროვნული გადაწყვეტილებაა და არანაირი მოწვევა და თანამდებობის შეთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ყოფილა.
„არანაირი შემოთავაზება, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური, არ ყოფილა. მე ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვარ და ასეთი წინადადების შემთხვევაში, არც დავბუნდებოდი. თუმცა თუ ვინმეს დააინტერესებს ჩვენი გამოცდილება, მას გავუზიარებთ და კონსულტაციები გვექნება“, - განაცხადა გიორგი ლაფანიშვილმა.
ამასთან, ლაფანიშვილი დიასპორის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კონსტანტინე სურგულაძის კანდიდატურის წარდგენას მიესალმება და აცხადებს, რომ ის ამ სფეროში ძალიან კომპეტენტურია.