საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას ექნება ფრაქცია იმ მომენტიდან, როდესაც ეყოლება საკმარისი დეპუტატების რაოდენობა.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამ დროისთვის "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებიდან ფრაქციისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა "ქართულ ოცნებას", "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" ჰყავთ.
„ამ თემაზე მე რამდენიმე დღის წინ უკვე ვისაუბრე. როგორც უკვე აღვნიშნე კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას ექნება ფრაქცია იმის მიხედვით და იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ფრაქციისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა ეყოლებათ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, დღეს ფრაქციების რაოდენობაზე "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან სხვადასხვა განცხადებები გაკეთდა.