რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის როლი განუსაზღვრელია.
აღნიშნულის შესახებ, ზაქარეიშვილმა დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„ამ პროცესში, ევროკავშირის როლი განუსაზღვრელია, რადგან ევროკავშირი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კონფლიქტებში ოპონირებას ახდენს. მოგეხსენებათ, გაერო 2008 წელს აფხაზეთის ტერიტორიიდან წავიდა, ხოლო ეუთო სამხრეთ- ოსეთის ტერიტორიიდან. ამ ფონზე, ყველა იმ უკუღმართ სიტუაციაში, რაც დაგვემართა, მართლა გაგვიმართა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთი და მისი საკმაოდ, ქარიზმატული და ენერგიული ლიდერი სარკოზი იყო. მან გარკვეულწილად, თავის ხელში აიღო მართვის ბერკეტები და რუსეთზე გარკვეული გავლენა მოახდინა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.