ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა მის დანიშვნამდე აუცილებლად შეიცვლება. ეს განცხადება ნოდარ ჯავახიშვილმა „მაესტროს“ პრესკლუბში გააკეთა.
„უნდა მოხდეს იმ დანაშაულებრივი კანონის გაუქმება, სადაც ჩაიწერა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყოს პროკურატორის თანამშრომელიც.
საბჭოს წევრები შეიცვლებიან და პრეზიდენტს არ ექნება უფლება, წარადგინოს ამ საბჭოში პროკურორი და ა.შ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი უნდა ყოფილიყო აღიარებული პროფესიონალი“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.