პარლამენტის საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თინა ხიდაშელი პირადად იწყებს საგარეჯოს რაიონული ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვებას და ამაში დახმარებას საქართველოს მოსახლეობას სთხოვს. ამ განცხადებას თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის საშუალებით ავრცელებს.
„მეგობრებო მინდა ყველას შემიგეხმიანოთ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. ვიწყებ წიგნების შეგროვებას საგარეჯოს რაიონის ბიბლიოთეკებისათვის!
ვისაც სურვილი გაქვთ რომ დაგვეხმაროთ სხვადასხვა ლიტერატურით ძალიან მადლიერი ვიქნები თუკი შემოგვეხმიანებით!!!!
დიდი მადლობა წინასწარ ყველას დახმარებისა და გულისხმიერებისთვის!!!“,-ნათქვამია ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.