თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველი სხდომისთვის, მზადება მიმდინარეობს.
რაც შეეხება მთვრობის დამტკიცებას სესიაშვილის თქმით, ეს პირველი სხდომაზე ვერ მოესწრება, რადგან პარლამენტს ჯერ, სხვა პროცედურები აქვს გასავლელი.
„პირველ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებულია კომიტეტების, კომიტეტების თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერების და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საკითხები. ფიზიკურად, სხვა არაფერი მოესწრება. რაც შეეხება მთვრობის დამტკიცებას, მთავრობის შემადგენლობა ჯერ პრეზიდენტმა უნდა შემოიტანოს და დამტკიცება შემდეგ მოხდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილის, სესიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სხდომას სტუმრის სტატუსით დაესწრება.