დღეს, ცნობილი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის 85 წლის იუბილეა.
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე რეჟისორს იუბილეს სპეციალური ტექსტით ულოცავს. From.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ცნობილ ქართველ რეჟისორს, რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის მფლობელს, გიგა ლორთქიფანიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს მე და ჩემი ოჯახი!
გიგა ლორთქიფანიძის სახელს ვრცელი და მრავალფეროვანი შემოქმედება უკავშირდება, თუმცა არანაკლებ დასაფასებელია მისი სწორი მოქალაქეობრივი ხედვა და პოზიცია.
ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას საქართველოს საკეთილდღეოდ!“-ნათქვამია მილოცვაში.
გიგა ლორთქიფანიძე ასზე მეტი სპექტაკლისა და რამდენიმე ფილმის ავტორია, მათ შორისაა „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“, „წინაპართა მიწა“, „წიგნი ფიცისა“ და ა.შ.