თურქული მასმედია ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საჰაერო თავდაცვითი სისტემების განლაგება, კერძოდ კი,სამხედრო რაკეტების С-400-ების განლაგება სომხეთში არსებულ რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაიწყო.
თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი რუსეთმა ნატოს საპასუხოდ მას შემდეგ გადადგა, რაც ალიანსმა რაკეტები თურქეთის ტერიტორიაზე განალაგა.
„ამის დამადასტურებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკისიგორ გორბულიას განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვითი სისტემების განლაგება 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ბოლო პერიოდში ურთიერთობა თურქეთსა და სირიას შორის, მკვეთრად გაუარესდა.ჯერ რუსეთიდან დამასკოში მიმავალ თვითმფრინავს აიძულა თურქულმა მხარე საკუთარ ტერიტორიაზე დაჯდომა, შემდეგ უკვე სომხურ თვითმფრინავს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ საიდმა თურქეთის ამ ქმედებას პირადული საქციელი უწოდა.