ბიზნესმენი ნაზი ალასანია მის მიმართ განხორციელებულ წეზოლებზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით, მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ალასანია აცხადებს, მისი მისამართით მუქარის ზარები, პრესკონფერენციის ჩაშლის მოთხოვნით, განცხადების გაკეთებამდე 5 წუთით ადრეც განხორციელდა.
ბიზნესმენის განმარტებით, მისი დაშინება ბიძინა ივანიშვილითან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან მცირე და საშუალო ბიზნესის ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება.
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ზარები და შანტაჟი ჩემი მისამართით. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ის პირები, ვინც მუქარითა და ძალით 1 ლარად დამატოვებინეს ჩემი წილი ბიზნესში", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, „ფასტ პლუსის" 45% მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი 1994 წლიდან იყო, ხოლო ამა წლის 27 აგვისტოს, ზეწოლის გამო აღნიშნული წილი 1 ლარად დაატოვებინეს. თუ ვის დაუთმო ქონება, ალასანიამ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები არიან და მუქარაც დღემდე მათგან ხორციელდება.
ბიზნესმნენი რამდენიმე დღეში სასამართლოში ჩივილს და კუთვნილი წილის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს.