ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფზე საკმაოდ სერიოზული კლება იქნება", - ამის შესახებ ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბარში განაცხადა.
ხადურის განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აქვს იმის ბერკეტები, რომ ტარიფი შემცირდეს და მას მარეგულირებელი კომისია აწესებს, თუმცა ამასთანავე, ის დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი კომისიისგან ტარიფების გაანგარიშების საკითხის წარმოდგენით ერთ-ერთ პირველივე სხდომაზე დაინტერესდება.
„საქართველოს პარლამენტში შეიქმნება კომიტეტები და დაიწყება ფრაქციების მუშაობა და ღრმად ვარ დარწმუნებული, პარლამენტი ერთ-ერთ პირველივე სხდომაზე სთხოვს მარეგულირებელს, წარმოადგინოს გამჭვირვალე გაანგარიშება იმ ტარიფისა, რომელიც დღესაა დაწესებული. ჩვენ ექსპერტების მონაწილეობით უნდა ვნახოთ, რა კომპონენტებით შედგება ტარიფი როგორც ელექტროენერგიაზე, ისე ბუნებრივ აირზე და ვნახოთ, თითოეული კომპონენტის უკან ვინ ან რა დგას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა იყოს ნაკლები. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე ზამთარში უკვე იქნება ელექტროენერგიის ტარიფზე საკმაოდ სერიოზული კლება", - განაცხადა მან.
რაც შეეხება ამ საკითხს უშუალოდ თბილისთან მიმართებაში, ნოდარ ხადურმა ისიც აღნიშნა რომ, თუ თბილსიის მერია და საკრებულო ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც აღნიშნულს აკრძალავს.