დღეს 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ათენის ქუჩებში რათა საბოლოოდ ეთქვათ უარი მთავრობის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკისთვის. მათი სურვილი გახლდათ ეს წინააღმდეგობა ბრიუსელში შეკრებილი ევროპელი ლიდერებისადმი მიეწვდინათ. მრავალათასიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
დღეს არ გავიდნენ ზღვაში გემები, დროებით დაიკეტა დედაქალაქის აეროპორტი, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეჩერებულია რკინიგზაზე მოძრაობაც. საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევევნ პატიმრებს.
გუშინ გვიან საღამოს კიდევ ერთხელ გაიმართა მოლაპარაკება ევროკავშირის წარმომადგენლებსა და ათენის ხელისუფლებას შორის. იმისათვის, რომ საბერძნეთმა 11,5 მილიონი ევროს ტრანში მიიღოს, ეკონომიკური ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ბერძნები თვლიან, რომ ეს ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.