მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდეს, აცხადებს, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილი ჩათვლის, რომ მას უკანონო განაჩენი გამოუტანეს, მისი განცხადებაც განხილული იქნება.
„საერთოდ ჩვენ ვამბობთ, ვინც თვლის, რომ უკანონო განაჩენის მსხვერპლია, მოგვმართოს და მათ საქმეებს აუცილებლად გადავხედავთ. მათ შორის, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ჩათვლის, რომ მას უკანონო განაჩენი გამოუტაენს, მისი განცხადებაც განხილული იქნება“, - განაცხადა კბილაშვილმა.