"საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” ბრძანებულებაში რიგი ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები ძლიერდება.
ბრძანებულების თანახმად, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიულ უზრუნველყოფას მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაბამისი ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით, ოპერატიული დეპარტამენტი განახორციელებს.
ამასთან, მისი კომპეტენცია ხდება დეპარტამენტში შესული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება.
გარდა ამისა, უფლამოსილებები უფართოვდება ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს, რომლის ძირითად ამოცანებს შორის განისაზღვრება: სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთის და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა; დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა; სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა; სამსახურის კინოლოგიური ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა