თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანი დაინიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად დავით ავალიანმა განუცხადა. დავით ავალიანმა თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი საბანაძე შეცვალა.
მისი განმარტებით, ბოლო დღეებში ამ ფონდის გარეშემო გარკვეული ვნაბათაღელვა იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა პროექტი, რომელიც ფონდს ჰქონდა დაწყებული, აუცილებად დასრულდება.
„მინდა დავამშვიდო ყველა ოჯახი, რომელიც ქირით არის გაყვანილი, რომ ყველა საქმე, რომელიც ფონდს დაწყებული აქვს, აუცილებად დასრულდება. ჯერ დასრულდება დაწყებული პროექტები, ხოლო მომავალ წლებში რა და როგორ იქნება, დაიწყება თუ არა ახალი პროექტები, ამას ბიუჯეტის მიხედვით გადავწყვეტთ",-განაცხადა ავალიანმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფონდს ძალიან კარგი პროექტები აქვს განხორციელებული.
„დედაქალაქი რომ ასეთი ლამაზია, ეს სწორედ თბილისის განვითარების ფონდის დამსახურებაა“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება თანამშრომლების შემცირებას, ავალიანმა აღნიშნა, რომ ფონდში თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.