საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი დღეს 18:00 საათზე ცნობილი ჟურნალისტის, ფოტორეპორტიორისა და ფოტოხელოვანის, ჯემალ კასრაძის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა კვირის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 100-ზე მეტი ფოტონამუშევარი.
გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების პორტრეტებთან ერთად, იხილავს ფოტორეპორტიორის მიერ 35 წლის განმავლობაში შექმნილ რეპორტაჟებს, რომელიც მოიცავს ეროვნული მოძრაობის პერიოდსა და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებს.