"რეალ ტივის“ ახალი და ერთპიროვნული მფლობელი ლალი ეგაძე გახდა. media.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიის ახალი მეპატრონე სამკაულების მაღაზიას და შპს „ლელოს“ ფლობს. ეგაძე, ასევე, ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელია.
ეგაძემ ტელეკომპანია 30 ათას ლარად შეიძინა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „რეალ ტივის“ 16 ოქტომბრამდე ტელეკომპანიის 100%-ს ლია დოლიძე ფლობდა.
ცნობისთვის, „რეალ ტივი-“ში საინფორმაციო გამოშვებები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეწყდა.