სირიაში 28 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

სირიაში 28 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება

საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, სირიაში, მას შემდეგ რაც სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, უგზოუკვლოდ დაკარგულად 28 000 ადამიანი ითვლება.

„ ეს ადამიანები მას შემდეგ ქრებიან უგზოუკვლოდ, რაც სირიის სამხედრო ჯარების ხელში ხვდებიან. უშიშროების სამსახურის თუ სირიის არმიის ჯარისკაცები ხალხს პირდაპირ ქუჩიდან იყვანენ, შემდეგ ეს ადამიანები წამების კამერებში უგზო-უკვლოდ ქრებიან. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვერც ქალი და ვერც ბავშვი, რომლებიც მაღაზიაში გადიან  და ვერც ფერმერი, რომელიც ბენზინის ჩასასხმელად გავა სახლიდან“,-აცხადებენ ერთ-ერთი ორგანიზაციის Avaaz-ის წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ მათ ხელთ აქვთ დაკარგული 18 000 ადამიანის სია, დანარჩენი 10 000 ადამიანის შესახებ კი ინფორმაციას სხვა ორგანიზაციები ფლობენ, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცემენ, რათა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება ამ ადამიანების ბედის გასარკვევად.