ჯეიმს აპატურაი: მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიას საქართველომ მაგალითი უჩვენა

ჯეიმს აპატურაი: მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიას საქართველომ მაგალითი უჩვენა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვია.

როგორც აპატურაიმ თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა,  მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიას საქართველომ მაგალითი უჩვენა.

„საქართველოში წლების განმავლობაში ხშირად ჩამოვდივარ და მე ამ ქვეყნის მეგობარი ვარ. განსაკუთრებით მიხარია, რომ  ეს ამ ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია. ძალაუფლების ნამდვილი, დემოკრატიული გადაცემა ხდება. ამ ქვეყანამ მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი უჩვენა. ამიტომ მოხარული ვარ აქ ყოფნით. ჩემი მთავარი გზავნილი იქნება, რომ ნატო საქართველოსთან მუშობას გააგრძელებს. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ მთავრობა საარჩევნო ყუთებით შეცვალა და არა ქუჩის აქციებით. ეს მაგალითია რეგიონის ქვეყნებისთვის და ასევე მის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა აპატურაიმ.