ირმა ინაშვილი, პატიმართა წამების კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების საკითხებთან დაკავშირებით, 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ირმა ინაშვილი, პატიმართა წამების კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების საკითხებთან დაკავშირებით, 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

დღეს, 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კინოს სახლის დიდ დარბაზში( ძმები კაკაბაძეების ქუჩა 2, კინოს სახლი, მეორე სართული) მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, პატიმართა წამების კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების საკითხებთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

პრესკონფერენციაზე მედიისთვის ცნობილი გახდება აქამდე გაუჟღერებელი ფაქტები.  საზოგადოება შეიტყობს იმ პირთა ვინაობას, რომელთა მონაწილეობა ამ საქმეში დღემდე უცნობი იყო.

სოციალური ქსელების მომხმარებლებს კი საშუალება ეძლევათ შეკითხვები facebook-ის საშუალებით გამოაგზავნონ მისამართზე -  მედია-კავშირი ობიექტივი.