„საქართველომ თავის დროზე, სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას მხარი დაუჭირა და ახლა გაუგებარია, მასში მონაწილეობაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ“, - ამასთან დაკავშირებით განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ის მიზეზები, რომელსაც ქართული მხარე ბოიკოტის გასამართლებლად ასახელებს - ამ ადგილზე ჩერქეზთა გენოციდის მოწყობა და აფხაზეთიდან ბუნებრივი რესურსების გატანა, ხელოვნურია.
„ის, რომ საქართველომ გადათქვა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ თავისი გადაწყვეტილება, განპირობებული იყო რუსეთ-საქართველოს ომით, როდესაც საქართველოს სურდა, რაიმეთი ევნო რუსეთისთვის, თუმცა მსოფილოში ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს და უმჯობესია საერთაშორისო თანამეგობრობის დინების საწინააღმდეგოდ არ ვიაროთ და ოლიმპიადაში მონაწილეობა მივიღოთ", – განაცხადა ზაქარეიშვილმა.