პრინც ჩარლზის და ტონი ბლერის მიმოწერის გამოქვეყნება აკრძალეს

პრინც ჩარლზის და ტონი ბლერის მიმოწერის გამოქვეყნება აკრძალეს

Times-ის ინფორმაციით, პრინც ჩარლზის მიერ ტონი ბლერისადმი გაგზავნილი რამდენიმე წერილის გამოქვეყნება აკრძალეს, რადგან ეს პრიცის, როგორც სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ახდიდა ფარდას.

ბრიტანეთის გენერალურმა პროკურორმა დომინიკ გრივმა უარი განაცხადა წერილების გამოქვეყნებაზე. ასოციაცია Republic-მა კი პროკურორის ამ გადაწყვეტილებას „დემოკრატიის შეურაცხყოფა“ უწოდა. გრივმა კი ასოციაციის საპასუხოდ შემდეგი განცხადება გააკეთა:

 „ეს წერილები ფარდას ახდის პრინცის პოლიტიკურ სიმპათიებს, ეს კი დაუშვებელია, რადგან მან უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მისი აღდგენა კი ძალიან გაჭირდება“,-აღნიშნა გრივმა.