მთავარი პროკურორობის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ქალაქი მხოლოდ ქუთაისი არ იქნება.
კბილაშვილის განცხადებით, პარლამენტს, საკონსტიტუციო ცვლილებით, უფლება უნდა ჰქონდეს არჩევანის მიხედვით ან თბილისში, ან ქუთაისში გააგრძელოს მუშაობა.
„დღევანდელი კონსტიტუციით პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში ჩატარდება. რაც შეეხება მომავალს, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ძალიან რთულია ქუთაისში იმ სრულყოფილებით მუშაობა, რომელიც პარლამენტის წევრს ესაჭიროება. შესაბამისი ცვლილება იქნება შეტანილი კონსტიტუციაში და საპარლამენტო ქალაქი თუ ქუთაისი დარჩება, არ იქნება მხოლოდ ქუთაისი, რათა პარლამენტს შესაძლებლობა ჰქონდეს არჩევანისამებრ გააგრძელოს საქმიანობა თბილისში იქნება ეს თუ ქუთაისში“, - განაცხადა კბილაშვილმა.