საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტრატეგიული ობიექტების არსებული სია უნდა გადაიხედოს.
აღნიშნულის შესახებ, კვირიკაშვილმა დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში ისაუბრა.
კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ არის ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს.
„სტრატეგიული ობიექტების სია აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, არის ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს. დეტალურ სიაზე მომავალში შევჯერდებით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.