სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 განცხადების თანახმად, აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს სამინისტროსა და დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობას, შეარჩიოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც სათანადო ხელფასი და სხვა სოციალური გარანტიები ექნებათ.

„საქართველოს მთავრობის 10 ოქტომბრის #1869 განკარგულების "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" თანახმად,  "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცა თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, რომ სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ხელახლა განსაზღვროს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის #147 ბრძანებით "პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ" თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს გაეზარდათ თანამდებობრივი სარგოები.

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა მინისტრობის პირველივე დღეს განაცხადა, რომ შეუძლებელია სისტემაში მოიზიდო კვალიფიციური კადრები, როცა მათი ხელფასი 250 ლარს შეადგენს და როცა მოსამსახურეებს შესაბამისი სოციალური გარანტიები არ აქვთ.

აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს სამინისტროსა და დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობას, შეარჩიოს კვალიფიციური კადრები, რომელთაც სათანადო ხელფასი და სხვა სოციალური გარანტიები ექნებათ.

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ტუღუშს აუცილებლად მიაჩნია, ასევე, სისტემაში მომსახურე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების ანაზღაურების გაზრდა და ასევე ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ზრდა, რადგან ჯანდაცვის კუთხით სისტემაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ დაფინანსებასა და ცვლილებებს საჭიროებს.

ვიმედოვნებთ, რომ ახალი ხელმძღვანელობა ამ რჩევას გაითვალისწინებს და ჯანდაცვის რეფორმის ეფექტურ განხოციელებაზე ძალ-ღონეს არ დაიშურებს", - აღნიშნულია განცხადებაში.