გიორგი კვირიკაშვილი:  სწორი საგარეო პოლიტიკით ნვესტორების თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით დაინტერესება შესაძლებელი იქნება

გიორგი კვირიკაშვილი: სწორი საგარეო პოლიტიკით ნვესტორების თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით დაინტერესება შესაძლებელი იქნება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინვესტორები საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით ქვეყანაში არსებული არასტაბილური ბიზნეს-გარემოს გამო არ ინტერესდებოდნენ და აღნიშნავს, რომ სწორი საგარეო პოლიტიკით და სწორი გზავნილებით მათი თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით დაინტერესება შესაძლებელი იქნება.

აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირება ძალიან პერსპექტიული საკითხია,  მაგრამ შედეგი იმიტომ არ იყო, რომ ყველამ იცოდა, როგორი ბიზნეს-გარემო არსებობდა საქართველოში. ყველამ იცოდა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ იყო და როცა ყოველდღე ინვესტორი იმას ისმენს, რომ ვიღაცას ბიზნესი წაართვეს,  ვიღაცას წილის დათმობას აიძულებენ,  ასეთ პირობებში ბუნებრივია, საქართველოში ინვესტიციების ჩადება არავის მოესურვებოდა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.