2012 წლის ბუკერის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი ბრიტანელი მწერალი, ჰილარი მენტელი გახდა. პრემია მენტელს გადაეცა, რომანისთვის „ამოიტანეთ გვამები“. ავტორმა ეს პრემია უკვე მეორედ მოიპოვა, ჰილარი პირველი ქალი და მესამე ავტორია, ბუკერის პრემიის ისტორიაში, რომელსაც ეს პრემია ორჯერ გადაეცა.
მენტელს პირველი პრემია 2009 წელს მიენიჭა, რომანისათვის „მგლების დარბაზი“. სწორედ ამ რომანის გაგრძელებაა „ამოიტანეთ გვამები“. როგორც ბრიტანელი მწერალი აღნიშნავს, ის ტრილოგიის მესამე ნაწილზე „სარკე და სინათლეზე“ (სამუშაო სახელი The Mirror and the Light) უკვე მუშაობს. ამიტომ, სულაც არ იქნება მოულოდნელი, რომ მწერალს ბუკერის პრემიის ღირსეული ტიტული, სულ მალე, კიდევ ერთხელ გადაეცეს.