გიორგი კვირიკაშვილი: პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეცდომა იყო და ეს პროცესი შეჩერებულია

გიორგი კვირიკაშვილი: პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეცდომა იყო და ეს პროცესი შეჩერებულია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია. როგორც მან დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, ქუთაისის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისთვის ასეთი ხელოვნური ზომის მიღება საჭირო არ არის.

მისი განცხადებით, თავის დროზე პრივატიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ძალიან დიდი შეცდომა იყო.

„სხვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იურიდიული სტატუსი აქვს ამჟამად პარლამენტის შენობას, არ ვიცი. სამწუხაროა, რომ იმ შენობის პრივატიზაცია იგეგმებოდა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი იყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა