ბადრი პატარკაციშვილის დის, ნანა პატარკაციშვილის განცხადებით, ისინი ტელევიზიაში რევანშისთვის არ მოსულან და აღნიშნავს, რომ თუ ვინმე გრძნობს, რომ ტელეკომპანია „იმედში“ არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, თვითონ წავიდეს.
„ჩვენ ამ ტელევიზიაში რევანშისთვის არ მოვსულვართ, ჩვენ მოვედით ბალანსის და ობიექტურობისთვის. თუკი ვინმე გრძნობს, რომ „იმედში“ არ უნდა დარჩეს, იქნებ ჯობდეს, სანამ ჩვენ გავუშვებთ, თვითონვე წავიდეს“, - განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ უხელმძღვანელებს ტელეკომპანია „იმედს“ და რა ცვლილებები განხორციელდება, აცხადებს, რომ აღნიშნულზე ოჯახის წევრები განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.
პატარკაციშვილის ოჯახის განცხადების თანახმად, „იმედის“ ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანიის გადაცემის საკითხზე შეთანხმება შედგა.