ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია თოთლაძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება.
ამის შესახებ თოთლაძემ „იმედში“ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვდგევართ არავის წინ და არავის უკან, ჩვენ ვართ ოჯახი, რომელსაც დაბალანსებული და ობიექტური ტელევიზია უნდა, როგორც ბადრის დროს იყო“, - განაცხადა თოთლაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე მათთვის არის ემოციური, ისინი ნერვიულობენ და აქედან გამომდინარე, დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.
პატარკაციშვილის ოჯახის განცხადების თანახმად, „იმედის“ ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანიის გადაცემის საკითხზე შეთანხმება შედგა.