ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე შეარჩია მისი პირველი მოადგილე.
როგორც მან დღეს „მაესტროს" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, რომელიც ბანკ „ქართუში" ასევე მისი მოადგილე იყო და აღნიშნა, რომ ქუმსიშვილს კერძო ბიზნესში დიდი გამოცდილება აქვს.
გარდა ამისა, კვირიკაშვილის განცხადებით, უწყებაში შეხვედრებს დღეს 16:00 საათზე დაიწყებს.
„ჩემი სურვილია, ყველა პროფესიონალმა შეინარჩუნოს სამსახური, თუმცა წინასწარ ვერანაირ პირობას ვერ დავდებ. გარკვეული ოპტიმიზაცია, ბუნებრივია. იქნება", - განაცხადა მან.