არჩილ კბილაშვილი: მოქმედი პროკურორები საზოგადოების ღირსეული წევრებით  ჩანაცვლდებიან

არჩილ კბილაშვილი: მოქმედი პროკურორები საზოგადოების ღირსეული წევრებით ჩანაცვლდებიან

მთავარი პროკურორობის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მოქმედი პროკურორები საზოგადოების ღირსეული წევრებით  ჩანაცვლდებიან, კადრების მოძიების პროცესი კი უკვე დაწყებულია. ეს განცხადება არჩილ კბილაშვილმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

„პროკურორები შერჩეული იქნებიან ორი კატეგორიით: პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით“,-აღნიშნა კბილაშვილმა და განმარტა, რომ როგორც კი ის  თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას, ჩანაცვლების პროცესიც დაიწყება.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, იგეგმება პროკურატურის ინსტიტუციონალური როლის შეცვლა. მისი თქმით, სასამართლო გახდება დამოუკიდებელი და სრულად განთავისუფლდება პროკურატურის გავლენისგან. ამასთან, პროკურორის საქმიანობა სრულად გაემიჯნება პოლიტიკას. 
როგორც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სტრუქტურის საკადრო წმენდა მოსალოდნელია.