საბავშვო ევროვიზიაზე  საქართველო მეათე ნომრად იმღერებს (VIDEO)

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო მეათე ნომრად იმღერებს (VIDEO)

2012 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილე 12-ვე ქვეყნის კონკურსანტების ვინაობა და საკონკურსო სიმღერები უკვე ცნობილია.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) საბავშვო ევროვიზიის გამომსვლელთა თანამიმდევრობის შედეგები ცოტა ხნის წინ, გაახმოვანა. 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS მე-10 ნომრად იმღერებს.

მეათე ევროვიზიის მონაწილეები სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ:

1) ბელორუსი (BTRC)- ეგორ ჟეშკო, სიმღერით "A More-more"

2) შვედეთი (SVT)- ლოვა სონერბო, სიმღერით “Mitt Mod“

3) აზერბაიჯანი (Ictimai TV) - ომარი და სუადა, სიმღერით “Girls and Boys“

4) ბელგია (VRT) - ფაბიანი, სიმღერით “Abracadabra“

5) რუსეთი (RTR) - ლერიკა, სიმღერით “Sensatsiya“

6) ისრაელი (IBA) - ჯგუფი Kids.il, სიმღერით “Let The Music Win“

7) ალბანეთი (RTSH) - იზიდორა ჯეტა, სიმღერით "Kam Një Këngë Vetëm Për Ju"

8) სომხეთი (AMPTV) - ჯგუფი Compass, სიმღერით "Sweetie Baby"

9) უკრაინა (NTU) - ანასტასია პეტრიკი, სიმღერით “Nebo“

10) საქართველო (GPB) - ჯგუფი The FUNKIDS, სიმღერით “Funky Lemonade“

11) მოლდოვა (TRM) - დენის მიდონე, სიმღერით “Toate Vor Fi“

12) ჰოლანდია (AVRO)- ფემკე, სიმღერით “Tik Tak Tik“

მეათე საბავშვო ევროფესტივალზე ბავშვებისგან შემდგარი ჟიური ხმის მიცემის პროცესში ჩაერთვება, - სიახლე ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრისას, ამსტერდამში გაახმოვანა.

ჟიური 10-დან 15 წლამდე მუსიკოსი ბავშვებისგან იქნება შემდგარი; თითოეული კონკურსანტი ქვეყანა ერთ წევრს წარმოადგენს. წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობს, შესაბამისად ბავშვთა ჟიური 12-კაციანი იქნება. საბავშვო ევროვიზიის კონკურსის წესის შესაბამისად, ხმის მიცემის პროცესში კონკურსანტი ქვეყნები მონაწილეობენ. ბავშვთა ჟიურის ხმის მიცემის შედეგი განიხილება, როგორც მე-13 ხმა.

საქართველოდან ხმის მიცემის შედეგს ევროპას ჯგუფი Candy გააცნობს.

2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი The FUNKIDS წარადგენს, სიმღერით “Funky Lemonade.“ კლიპი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა თემურ კვირკველიამ გადაიღო. დიდების ევროვიზიის მონაწილეების და სხვა მომღერლების კლიპების რეჟისორობის მიუხედავად, კვირკველიამ საბავშვო ევროვიზიისთვის ვიდეორგოლი პირველად გადაიღო.

კლიპის სიუჟეტი სათავგადასავლოა. ბავშვების მხიარული მოგზაურობა ამსტერდამში სრულდება. სწორედ ამ კლიპის საშუალებით გაიცნობს ევროპელი მაყურებელი ქართველ კონკურსანტებს 1 დეკემბრამდე.

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი „ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) პირველ დეკემბერს ჩატარდება. საბავშვო ევროფესტივალის წამყვანები კიმ - ლიენი (Kim-Lian van der Meij) და ევოუთი (Ewout Genemans) იქნებიან. 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალის დევიზია - "დაამსხვრიე ყინული" (Break the Ice).

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა და წელს კონკურსში მეექვსედ მონაწილეობს.